
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე დაწყების წინ სიტყვით ისარგებლა რეზო კიკნაძემ. რეჟიმის ტყვე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და მათ, ვისაც წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არმისვლის გამო გირაო აქვთ შეფარდებული, მოუწოდა, რომ გირაო არ გადაიხადონ.
ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით - მიმართა სხდომათა დარბაზიდან სინდისის პატიმარმა ოპოზიციას.
ჩვენც შეგვეძლო აქამდე რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და აგვსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და თვქენც ნუ იკადრებთ - თქვა რეზო კიკნაძემ.
გუშინ ისეთი რაღაც მოხდა,ე ს ნიშნავს, რომ ყევლაფერზე ხელი აიღო მთავრობამ, ყველაფერს ვიკადრებთ და ვისაც გვინდა დავიჭერთო. ამასტან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, ე მანდ ხელი არავის წაგიცდეთ და ის გირაო არავინ გადაიხადოთ. თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლსი მიტოვებას. ყველანაირ პტივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ. ჩვენც შეგვეძლო აქამდე რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და აგვსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და თვქენც ნუ იკადრებთ და ნუ ბრძოლას ნუ ჩაეხნებით, ციხეში მოხვედრა საერთოდ არ არის კატასტროფა, კატასტროფა არის ის, როცა ბრძოლას გაურბიხარ მაშინ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გაასარჩენად. ბოლოს მოგკლავთ შეწუხული სინდისი ან სულში გაჩენილი ბზარი, ან თავის აგდასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩატეხილი კბილი, ჩალურჯებული თვალი თუ ერთი წლით ნახეხი დილეგი", - თქვა რეზო კიკნაძემ.
თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.