რეზონანსი
15.05.2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარაში ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები, ხოლო შემდგომ გაირკვევა, თუ როგორ და რა სახით იქნება წარმოდგენილი უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე თურქეთის ლიდერი ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. რუსული დელეგაცია უკვე იმყოფება თურქეთში. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×