რეზონანსი
15.05.2025

26 მაისი უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში დღეს შევიკრიბეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება 26 მაისისთვის მზადებას. ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ის უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად. ეს უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას; რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ და სწორედ უნდა იყოს ერთიანობის დღე და ესაა ჩვენი განხილვის საგანიც. შესაბამისად ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც 26 მაისს ვგეგმავთ.

ეს იქნება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირება. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება, პროვოკაცია. ეს უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღის ისეთი აღნიშვნა, როგორიც საქართველოსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ეკადრებათ. ეს არის ფართო პლატფორმა და სოციალური მედიით საჯაროდ ყველაფერზე იქნება ინფორმაცია მიწოდებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×