რეზონანსი
17.05.2025

მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება.

„ჩვენი ღირებულებები, პატივისცემა, რაზეც ვეფუძნებით, სწორედ ოჯახიდან იწყება. მინდა, პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, როგორი სიხარულია დღეს ერში. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ასეთი ერთიანობა როდესაც იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×