რეზონანსი
17.05.2025

პუტინის ცინიკური ქცევის ფონზე, მჯერა, დონალდ ტრამპი, აშშ-ის მიმართ ნდობის უზრუნველყოფისთვის, ამაზე რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

„პრეზიდენტ პუტინის ცინიკური ქცევის ფონზე, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ის მიმართ ნდობის უზრუნველყოფისთვის, ამაზე რეაგირებას მოახდენს. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის მოვიდა თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. პუტინმა და მისმა არმიამ არ გამოიჩინეს პატივისცემა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებების მიმართ, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო", - განაცხადა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×