რეზონანსი
17.05.2025

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომში განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

„ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც იქნება ამ მოვლენის მონაწილე. ჩვენ დავესწრებით ამ დიდ ცერემონიას, რომელიც ვატიკანში გაიმართება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება, სადაც 18 მაისს, მეუღლესთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×