რეზონანსი
24.05.2025

ხვალ ჩვენ შევხვდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რომელთანაც განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, - განუცხადა „ქრონიკას" ამერიკიდან ჩართვისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში 22-26 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესია იმართება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს.

„ყველა პარტნიორი ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება ნატოს ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან პარტნიორად და ცალსახად ყველა ერთხმად აფიქსირებს, საქართველოს მხარდაჭერას მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას, რაც რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი დელეგაციის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

ხვალ ჩვენ შევხვდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რომელთანაც განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყველა ეს შეხვედრა ემსახურება როგორც თანამშრომლობის შემდგომ, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადასვლას, ასევე ემსახურება იმ ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სწორად და პირველწყაროდან იყოს მიწოდებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×