რეზონანსი
24.05.2025

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია.

ბატონი გედევან ფოფხაძის განცხადება ვნახე, ქალბატონი კორსის გზავნილის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, რომ მსხვერპლი არის საჭირო.

ქალბატონი ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სამწუხაროდ, სახლობანას თამაშს და ისევ მიაჩნია, რომ იგია პრეზიდენტი და აღლუმი უნდა ჩაიბაროს. თუმცა, ეს ღიმილის მომგვრელია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ოპოზიციამ 26 მაისისთვის აქცია დააანონსა. რამდენიმე ლიდერი ძალადობრივ სცენარზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×