რეზონანსი
24.05.2025

„კრედიტინფო საქართველოს" 2025 წლის აპრილის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 52.5%-ს, საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ყოველი მეხუთე კი მათ გადახდას ვერ ახერხებს.

უფრო კონკრეტულად, მევალეთა სრული ოდენობა 1 944 818-ია, 365 409 ადამიანია ისეთი, ვინც ვალს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია" - გამოდის, რომ აღნიშნულ სიაში საქართველოს სრული მოსახლეობის 9.86%-ია.

რაც შეეხება სექტორთა მიმართ დავალიანებებს, ფიზიკურ პირებს კომერციული ბანკების 1.238 მლრდ ლარი მართებთ; სებ-ის მიერ რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.494 მლრდ ლარი; სალიზინგოების - 29.048 მლნ ლარი.

საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 1 944 818 მსესხებელს საფინანსო სექტორის მიმართ 67.16 მლრდ ლარის ოდენობის თანხა აქვს გადასახდელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×