რეზონანსი
24.05.2025

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი თავის წერილში ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლომეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ მეგობარ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია მისალოც წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×