რეზონანსი
14.06.2025

ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გეტყვით, რა მოხდებოდა ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა, რომელსაც ისინი ავითარებენ. ეს ბირთვული ტერორიზმია სტეროიდებზე. ეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მკაფიო მხარდაჭერა“ აქვს.

„ჩვენი მტერი თქვენი მტერია. საქმე გვაქვს რაღაცასთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას შეგვიქმნის საფრთხეს. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×