რეზონანსი
17.10.2025

პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში ხარისხიანი სწავლა უნდა იყოს, რაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, გამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება, ასეთი განათლება გვინდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება 12 კლასის დამთავრების აუცილებლობას, ვოლსკის თქმით, საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება.

„მე-12 კლასი ფორმალურად, მხოლოდ იმისთვის არის შემოღებული, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე კურსიდან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება იყოს. პროგრამა ამოწურულია და ხელოვნურად ვერაფერს იგონებენ. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ თემებზე განხილვა გავაგრძელოთ. შესაძლოა, შეიქმნას სპეციალიზებული სკოლები, რომელიც ამ მიმართულებაზე იქნებიან ორიენტირებული. საკითხებზე მსჯელობა არ დამთავრებულა, მსჯელობა გაგრძელდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×