|

ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
იგი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის წერილს გამოეხმაურა.
„ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეხება თავად პროგრამებს, არაერთხელ გავიგეთ, მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იქნებოდა საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამის შეჩერება. ეს გადაწყვეტილებაც კარგა ხნის წინ არის მიღებული, თუმცა საკითხის აქტუალიზაციისთვის, კიდევ ერთხელ პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად ვხედავთ, რომ პერიოდულად ხდება დაბრუნება ამ საკითხზე, ეტაპობრივად გამოცხადება ამა თუ იმ პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის სამწუხაროა ეს მოცემულობა. ეს არ არის, რისკენაც ისწრაფვის საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მოცემულობა, რომელიც, როგორც წერილშივეა განმარტებული, ეფუძნება ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|