გოგი თოფაძე: "მათი რჩევა-დარიგება არ მჭირდება!" მარი ჩიტაია (23.07.2010) ქართველი ბიზნესმენები სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მათ საყვედურებს ბოლოს არც უცხოელებმა დააკლეს და მორიგი ლანძღვა ქართულმა ბიზნეს-სპექტრმა უკვე ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენრტისგანაც იგემა. საყვედური ბიზნეს-სემინარებზე ქართველი ბიზნესმენების გამოუცხადებლობას და მათ ნაკლებ აქტიურობას მოჰყვა. თავის გასამართლება ბიზნესის ცნობილ სახეებს არც უცდიათ. მეტიც, ამბობენ, რომ ამერიკელი ან სხვა სპეციალისტების მოწყობილი სემინარები საქართველოს არც აქამდე გამოადგა და არც მომავალში გამოადგება. ამდენად, მათი პასიურობა არა სიზარმაცით იყო გამოწვეული, როგორც ეს ეკონომიკის ახალბედა მინისტრს წარმოუდგენია და არც პროცესების მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულებით. ამდენად, სემინარზე დაუსწრებლობა ქართველი ბიზნესმენების მხრიდან შეიძლება მხოლოდ ერთგვარ პოზიციად შეფასდეს, რაც მათ ზოგადად ბიზნეს-სემინარების მიმართ გააჩნიათ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ექსპორტის ხელშეწყობაზე მიძღვნილ სემინარს 100 მოწვეული კომპანიიდან მხოლოდ 40 ესწრებოდა. ორგანიზატორების განცხადებით, სემინარის მომზადებაში დიდი ენერგია და დრო დაიხარჯა, თუმცა კომპანიები ნაკლებად აქტიურობენ. სემინარის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ფაქტობრივად, ცარიელ დარბაზში მოუხდა. "თუ ზოგიერთი ბიზნესმენის სემინარზე არყოფნის მიზეზი ღონისძიების 9 საათზე დაწყება და ამის გამო მათი სიზარმაცე იყო, ასეთი ტემპით წინ ვერ წავალთ", - განაცხადა ბიზნესმენებზე განაწყენებულმა ვერა ქობალიამ. საყვედურები გაისმა პარლამენტიდან და მთავრობიდანაც. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავრიანის განცხადებით, ბიზნეს სექტორი საგადასახადო კოდექსის განხილვისას და შემუშავებისას ადეკვატური არ იყო. მისი თქმით, ახალი კოდექსის პროექტში შენიშვნების 50% გათვალისწინებულია, თუმცა მთავრობაში ჯერ კიდევ გასულ კვირას ამტკიცებდნენ, რომ ახალი კოდექსი ბიზნესის შენიშვნების 80%-ს ითვალისწინებს. ქართველი ბიზნესმენებიდან გოგი თოფაძე ერთ-ერთია, რომელიც ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამართულ სემინარზე არ დაპატიჟეს. როგორც თავად ამბობს, რომც დაეპატიჟებინათ, არ დაესწრებოდა იმ მარტივი მიზეზით, რომ ამერიკელების რჩევა-დარიგების არ სჯერა. ამის აღიარების საბაბს ბიზნესმენს სწორედ წარსულის გამოცდილება აძლევს. "ასეთ სემინარებზე არც დავდივარ, არც დავუპატიჟივარ ვინმეს, თუმცა არც მათი მიწვევის შემთხვევაში გამოვცხადდებოდი. ამერიკელების რჩევით საქართველო დაინგრა და ბიზნესში მათი ჩარევა ხელს არ მოგვცემს. სიმართლე თუ უნდა ვინმეს, სწორედ მათ აგვკიდეს 8-მილიარდიანი ვალი. ამერიკელების რჩევა არაფერში გამოადგა საქართველოს. ბევრი უცხოელი პარტნიორი მყავს და დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანას ყველა თავისი ინტერესებიდან უყურებს და ზომავს. არც ერთს არ მოუცია ისეთი რჩევა, რაც ქართველმა კაცმა არ იცის. გასაქანი მისცენ ქართველებს და მათ ნიჭიერებას ნურავინ შეედრება! ის, რომ ყველა თავისი ინტერესებიდან უყურებს საქართველოს, კარგად ჩანს მათ მიერ საქართველოში წარმოებული ბიზნესიდან და გაყიდული ობიექტების ნუსხიდანაც. აბა, დავაკვირდეთ: ან სასარგებლო წიაღისეულს ყიდულობენ, ან სტრატეგიულ ობიექტებს. არც ერთი უცხოელი ბიზნესმენი არ დაინტერესებულა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარებით. რაც ყველაზე სავალალოა, ძალიან მეეჭვება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას კვალიფიკაცია. საქართველოში სოფლის მეურნეობა და წარმოებაა მისახედი, რასაც არც უცხოელი ფიქრობს და არც მინისტრი. ამდენად, მათი რჩევა-დარიგება არ მჭირდება! რა თქმა უნდა, შესამუშავებელია ეკონომიკური სტრატეგიის პროგრამა. ინვესტორების მოზიდვაზე საუბრობენ, მაგრამ არავინ კითხულობს, რა უნდა გააკეთოს გლეხმა, რომ მოსავალი მოიყვანოს და ხელი შეეწყოს წარმოების განვითარებას", - აცხადებს გოგი თოფაძე. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ბიზნესმენ თემურ ჭყონიას, რომელიც ფიქრობს, რომ ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის სემინარზე ქართველი ბიზნესმენების გამოუცხადებლობა გაუმართლებელია და ნაწილმა - ვინც არ გამოცხადდა - შენიშვნა სამართლიანად დაიმსახურა. "ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტს სემინარი ექსპორტის ხელშეწყობაზე ჰქონდა მიძღვნილი. კომპანიებმა ნაკლებად იაქტიურეს, რამაც საყვედური გამოიწვია და ვფიქრობ, სამართლიანიც. როდესაც გასწავლიან და გეხმარებიან, უკეთესად გამოიყენო ის შეღავათები, რომელიც განსაზღვრულია პთზ რეჟიმით და გაზარდო საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. ეს ყველაფერი, წესით, უნდა მოისმინო. როდესაც გასწავლიან, ამერიკის ბაზარზე როგორ გაყიდო პროდუქცია, რა თქმა უნდა, სემინარს უნდა დაესწრო. ამდენად, კრიტიკა არ იყო უმართებულო. რაც შეეხება ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულებას ქართული ბიზნესის მიმართ, ვფიქრობ, ამ მხრივ ახალი საგადასახადო კოდექსის ახალი ვარიანტი მისაღებია, თუმცა მასში არის რამდენიმე ქვეტექსტი, რაც ჯერ კიდევ დასახვეწია", - ამბობს თემურ ჭყონია. რაც შეეხება ვიცე-სპიკერის კრიტიკას, მის პასუხად ბიზნეს-ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ საგადასახადო კოდექსის განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ყველა მნიშვნელოვანი არგუმენტი ადრესატამდე მიჰქონდათ. ასოციაციაში ამბობენ, რომ აუდიტორთა ჯგუფი თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერთან. ამიტომ ვიცე-სპიკერის შენიშვნები გაუგებარია. მათივე თქმით, წინასწარი შეთანხმებით, ახალ კოდექსში ბიზნესის შენიშვნების 80% უნდა გაეთვალისწინებინათ, ამიტომ რთული სათქმელია, რატომ საუბრობს ვიცე-სპიკერი 50%-ზე და რამდენად მნიშვნელოვანია შენიშვნების ეს ნაწილი.
|
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|