"როდესაც პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ინვესტიციების მოზიდვა, საინტერესოა ამას როგორ შეძლებენ უგულავა და თბილისის მთავრობის წევრები?" ელზა წიკლაური (28.07.2010) სააკაშვილის შემდეგ ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიური მუშაობის დაწყების დირექტივა თბილისის მერმა გიგი უგულავამაც გასცა. პრეზიდენტისგან განსხვავებით, უგულავამ ეს მითითება ქალაქის მთავრობის წევრებს მისცა და კონკრეტული ვადაც დაუსახელა. რამდენად შეძლებენ ქალაქის მთავრობის წევრები ამ ბრძანების შესრულებას იმ ფონზე, როდესაც მთლიანად ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, რთული სათქმელია, თუმცა დავალება დავალებაა და ის თბილისის მთავრობას უკვე მიღებული აქვს. ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მუშაკები გიგი უგულავამ გუშინდელ სხდომაზე დაამოძღვრა. მისი თქმით, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი პატარა ინვესტიციებია და როგორც მან სხდომის წევრებს განუცხადა, მათი შრომისუნარიანობა შეფასდება არა მარტო იმით, თუ როგორ გამწვანდება ქალაქი და დაიგება ასფალტი, არამედ იმით, რომ შეძლონ ინვესტორის მოყვანა. თუკი ვინმეს, უგულავას თქმით, ერთმილიონიანი ინვესტიციის ჩადება სურს, ხელი უნდა შეეწყოს თუნდაც იმიტომ, რომ 5-10 ადამიანი მაინც დასაქმდება. სექტემბერში გამგებლები და მერიის წარმომადგენლები კონკრეტულ გეგმას წარმოადგენენ, თუ როგორ განაგრძობენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ. გუშინვე მერმა გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეების პრობლემების ადგილზე გაცნობა დაავალა. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა "ძველი თბილისს ახალი სიცოცხლის" პროექტის მე-2 ეტაპის შესახებაც იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, პროექტისთვის გამოცხადებულ კონკურსში 34 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც 9 მათგანი დაფინანსდა. შედეგად კი, ძველი თბილისის უბნებში მაცხოვრებელ 223 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება, წლის ბოლოსთვის კი პროგრამის მე-3 ეტაპი დაიწყება. გიგი უგულავას მხრიდან თბილისის მთავრობის წევრებისთვის მიცემულ ასეთ დავალებას ექსპერტები "თამაშს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის შედეგზე ორიენტირებული ნამდვილად არ იქნება. მათი თქმით, ქვეყანაში ინვესტორი მხოლოდ მას შემდეგ შემოვა, რაც შესაბამისი ბიზნეს და სამართლებრივი გარემო შეიქმნება. "მინისტრებისა და ჩინოვნიკების საქმე ინვესტიციების მოზიდვა არ არის. მათი საქმეა, შექმნან ისეთი სამართლებრივი და ბიზნეს-ეკონომიკური გარემო, რომ ინვესტორები მოწოდების გარეშე შემოვიდეს. ჯოხით ინვესტორის შემოყვანა ანაქრონიზმია და არანაირ წესში არ ჯდება. ინვესტორი არ არის ცხვარი, რომ მწყემსმა ის ჯოხით იქით გააგდოს, საითაც თავად სურს. ასე რომ, იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება სისტემური ცვლილებები, არ გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, ინვესტიციების ზრდაზე საუბარი ზედმეტია. ასეთი დავალებების გაკეთება კი მხოლოდ თამაშია. რაც შეეხება გიგი უგულავას ამ განცხადებას, მოგეხსენებათ, რომ მოდის 2013 წელი და ყველა, მათ შორის ხელისუფლების შიგნით მყოფ ადამიანებს თავისი მიზნები აქვთ. ამიტომ უგულავაც გამორიცხული არ არის, რომ თავის თამაშს თამაშობს; ან შეიძლება ინვესტიციების მოზიდვა უგულავასაც დაავალეს, თუმცა ვიმეორებ, ეს შედეგზე ორიენტირებული არ იქნება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა. კიდევ ერთი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი უგულავას დავალება "პრეზიდენტობანას თამაშს" აგონებს და ისიც მისი კოლეგის ანალოგიურად, ამ დირექტივას უპერსპექტივოს უწოდებს. "გიგი უგულავა დღეს პრეზიდენტობანას თამაშობს. ამ განცხადების შემდეგ აშკარაა, რომ მას ქალაქის ქვეყნისგან განსხვავება უჭირს. თუ ქვეყანაში ინვესტიცია შემოვა, რა თქმა უნდა, მისი დიდი ნაწილი დედაქალაქში მოხვდება. ეს მთავრობაში კარგად იციან, მაგრამ სააკაშვილი მინისტრებს ავალებს ინვესტორების შემოყვანას, ახლა კი მერი გასცემს ასეთ დავალებას. საერთო ჯამში, ანუ როცა აღმოჩნდება, რომ ინვესტორი არ შემოვიდა, დამნაშავე ისევ მეისრე იქნება. მაგრამ ინვესტორი მაშინ შემოვა, როცა ქვეყანაში შეიცვლება გარემო და კანონმდებლობა, იქნება სამართლიანობა, რაც ყველა ინვესტორის მთავარი მოთხოვნაა, ამ ყველაფერზე კი მთავრობაში არავინ ფიქრობს. ამიტომაც ეს "თამაშობანა" შედეგის მომტანი არ იქნება. თანაც, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ინვესტიციების მოზიდვა, საინტერესოა ამას როგორ შეძლებს უგულავა და თბილისის მთავრობის წევრები? ამ საქმეს არა დავალება, არამედ მუშაობა სჭირდება, რაც ნამდვილად არ ჩანს", - განაცხადა ცისკარიშვილმა. |
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|