სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.02.2017

     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. ეს საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, 2013 წლის 1-ელი ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით-მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი. მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1-ელი ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.

    „ყველა ეს ცვლილება მიმართულია უკეთესი ჯანდაცვის სერვისებისთვის. ე.წ. „საბაზისო" ან „მინიმალური" პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ხოლო გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება", -განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×