რეზონანსი
09.02.2017

 ფარული მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ განიხილავს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე კონსულტაციებისთვის მზად არიან, რათა საბოლოო ჯამში, რაციონალური ვარიანტი მიიღონ.

„აქ არ არის ველოსიპედი გამოსაგონებელი, გამოგონებულია უკვე კარგა ხანია. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემა მუშაობს, ჩვენ უბრალოდ, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ავირჩიოთ ან ერთი ან რაღაც შერეული ვარიანტი," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2 გასაღების ნაცვლად, ფარულ ჩანაწერებს 3 გასაღები ექნება. ის განმარტავს, რომ სააგენტო, რომელსაც მოსმენების გასაღები ექნება, სსიპ-ის სახით ჩამოყალიბდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ ამ ორგანოს საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ მოსამართლის დავალებით განახორციელებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×