სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.02.2017

     „ცხოვრება ომია" ძვირფასო საზოგადოებავ და ამ ომში ჩვენ მგლები უნდა ვიყოთ. არც შესაცოდია არავინ ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანებს სხვა სავაჭრო ქსელებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება შეიძლება არ აქვთ, მაგრამ ეს ადამიანები მუშაობენ ჩვენი სახელმწიფოსთვის. ხოლო „ფრესკო" ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არასოდეს, ვიმეორებ - არასოდეს, არ დაუგვიანებიათ ხელფასის გადახდა თანამშრომლებისთვის"- „ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ განცხადება გაავრცელა.

    სოფრომაძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება დანაშაული არ არის. „ფრესკო" ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არსებობს თანამშრომლების უფასო კვება.

    „რაც შეეხება ფრთამოსხმულ გამონათქვამს „რძესა და ყველთან" დაკავშირები. რძეს გვაძლევს ცხოველი, რომელზეც საქართველოში და მსოფლიოში თაობები იზრდებიან, ხოლო ყველი მენეჯმენტის თვალსაზრისით, ადამიანის პროდუქტიულობის მთავარი სიმბოლოა. ეს გამონათქვამი, სწორედ მოშურნეებს ეხებოდათ და არა მათ, ვინც შემთხვევით თავის თავზე მიიღო, რისთვისაც შემიძლია ბოდიშიც მოვუხადო ამ ადამიანებს"-ნათქვამია განცხადებაში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×