სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, პირველ კომენტარს აკეთებს. ილია მეორის ვიდეომიმართვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა, საკუთარ „facebook"-ის გვერდზე გაავრცელა.

    „მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით ერთად დადიან. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას" , - ამბობს ილია მეორე.

    პატრიარქი მიმდინარე პროცესებს უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ მამა გიორგის დიდი ხანია იცნობს, მის შესახებ კი მხოლოდ კარგი სმენია.

    „მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და მისგან კარგის მეტი არაფერი მსენია და მინახავს" , - განაცხადა უწმინდესმა.

    პატრიარქი ბერლინის კლინიკას სამ დღეში დატოვებს და საქართველოში დაბრუნდება. ილია მეორე გერმანიაში 2 თებერვლიდან იმყოფება, მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter