სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით, დღეს 13:00 საათზე გამოიკითხება. ის ამბობს, რომ გამოძიების დასრულება მის ინტერესებშიც შედის, თუმცა სასამართლოზე დაკითხვას არა ნებაყოფლობითი, არამედ ოფიციალური ფორმა უნდა ჰქონოდა. ახვლედიანი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა გამოკითხვაზე მაინც გამოცხადდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საკითხზე ნიკა გვარამია უკვე გამოიკითხა.

    გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი 2016 წლის 4 ოქტომბერს „youtube"-ზე გამოქვეყნდა. ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ახვლედიანთან საუბარი ფარულად თავად ჩაიწერა, გავრცელებული ვერსია კი დამონტაჟებულია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter