სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

    კონფერენციის დღის წესრიგში, ნატოს მომავალი პოლიტიკა, ევროპის სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობა, სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის ვითარებაა.

    კონფერენციაში მონაწილეობას,  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღებს. 

    მიუნხენის კონფერენცია 1963 წელს დაფუძნდა, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვითი უწყებების წარმომადგენელთა სხდომა. დღეს ის საერთაშორისო სადისკუსიო ფორუმია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, სამხედროებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს და საზოგადო მოღვაწეებს უყრის თავს.კონფერენცია ყოველწლიურად სასტუმრო "Bayerischer Hof" -ში ტარდება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter