სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან დაკავშირებით, „სემეკი" მორიგ განცხადებას ავრცელებს. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ სამომხმარებლო ტარიფები არ შეცვლილა.

    კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით,  შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას, ან კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ. ასევე შეუძლიათ დარეკონ ქოლ ცენტრის ნომერზე 16 216.

    „კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად ზედმეტი დარიცხვა დადასტურდება, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ", - ნათქვამია „სემეკის" განცხადებაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter