სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ორშაბათიდან განახლდება. ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა უქმდება.

    საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან, ეს მუხლი უკვე ამოღებულია, თუმცა უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, გააძვირა განბაჟება და მარცხენასაჭიანებთან შედარებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის ზრდის რისკი შეამცირა. 

    „ჩვენ მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან, არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება" ,  - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter