სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (17.02.2017)

     ჭყონდიდის მიტროპოლიტი, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაზე საუბრობს.

    მიტროპოლიტი დაკავებულ დეკანოზთან, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა გათავისუფლდეს.

    „ჩემი პროგნოზი და ეჭვები გამართლდა, ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება. მიმაჩნია, რომ მამა გიორგიმ საპყრობილე პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე უნდა დატოვოს. მე პირადად მზად ვარ,რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ეს ადამიანი დაცული იყოს" , - განაცხადა მეუფე პეტრემ.

    მიტროპოლიტი ეჭვობს, რომ განზრახ მკვლელობა პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული.

    „მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის „კაკებეშნიკური", მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული" , - ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

    მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან-რეფერანტზეც საუბრობს, როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, „შორენა თეთრუაშვილი საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას წარმოადგენს, ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter