სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (17.02.2017)

     დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ტონი ბლერს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას „Brexit"-ის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა, შემდგომი პროცესები ვერ გააცნობიერეს, ამიტომ შეცდომა უნდა გამოასწორონ. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „The Guardian"-ი ავრცელებს.

    ბლერი სიტყვით გამოსვლას გეგმავს, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩეს.

    გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი გადადგა, დევიდ კამერონი ევროკავშირიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა. კამერონის პოსტი ტერეზა მეიმ დაიკავა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter