სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     დედამიწის ქერქის ახალი კვლევის მიხედვით, გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ 6 გეოლოგიურ კონტინენტს, „ზელანდიაც" უნდა შეემატოს, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში წყლის ქვემოთ იყო დამალული.კვლევას ვრცლად ჟურნალი „Nature"-ი აქვეყნებს.

    „businessinsider"-ის მიხედვით, კვლევაში მონაწილე 11 მეცნიერის მტკიცებით, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია უბრალოდ კუნძულთა ჯაჭვი არაა. ორივე მათგანი 4,9 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის კონტინენტურ ბლოკს მიეკუთვნება, რომელიც ავსტრალიისგან სრულიად გამოცალკევებულია.

    ახალი კონტინენტის მასშტაბი 5 მილიონი კვადრატულ კილომეტრია. მისი უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 94%, წყლის ქვეშ მდებარეობს.მეცნიერები მე-8 კონტინენტის დანარჩენი 7-ის მსგავსად დაკანონებას აპირებენ.

    „ეს აღმოჩენა უცებ არ მომხდარა, აქამდე თანდათანობით მივედით. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, არ გქვონდა საკმარისი მონაცემები, რათა ეს დოკუმენტი გამოგვექვეყნებინა",- წერენ კვლევის ავტორები ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ჟურნალ „GSA Today"-ში.

    „ეს ხალხი დედამიწის შემსწავლელი ა-კლასის მეცნიერები არიან. ვფიქრობ, მათ საფუძვლიანი მტკიცებულებები აქვთ, რათა ასე იფიქრონ",- განაცხადა სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსმა, ბრიუს ლუიენდიკმა, „Business Insider"-თან ინტერვიუსას.

    ზელანდიის კონცეფცია ახალი არ არის. ლუიენდიკმა ეს სახელი 1995 წელს დაამკვიდრა. თუმცა, მისი თქმით, მას არასოდეს უცდია ამ სახელით ახალი კონტინენტი მოეხსენიებინა. ამ სიტყვით ახალ ზელანდიას, ახალ კალედონიას, ჩაძირული ნაწილებისა და 200 მილიონ წლიანი სუპერკონტინენტის, გონდვანისგან მოწყვეტილი ნაწილების კრებულს ერთად იხსენიებდნენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter