სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (17.02.2017)

     როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიცია შოთაძის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს და ასევე საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას მოითხოვს, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.

    პარტია „ევროპული საქართველოსთვის" ლიდერი, დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ აუცილებელია დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ქვეყანაში არეული სიტუაცია შექმნეს. მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, რადგან საკითხი ყველაზე ემოციურ და მტკივნეულ თემას, ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას და ყველაზე პატივსაცემ ადამიანს შეეხო.

    „ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის გაუაზრებელმა კომენტარებმა გამოიწვია პოლიტიკური განცხადებების მთელი კასკადი, რომელმაც ქვეყანა ამ გაუგებრობაში შეიყვანა" , - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

    უმცირესობის ლიდერი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ მხარი დაუჭირონ და პროკურატურის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუერთდნენ.

    „მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან ამ საბჭოში მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა დააყენოს. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს", - განაცხადა ბაქრაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter