სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (17.02.2017)

     საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა გიორგი გვიმრაძემ, არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან უნდა ამოიღონ ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვთ და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევენ.

    „არხის 10 გადაცემას ზურგში ჰქონდა მოკიდებული ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი ხუთი გადაცემის და ე.წ წითელ ზოლში მყოფი 15 გადაცემის ტვირთი", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ია ანთაძემ.

    სავარაუდოდ დაიხურება გადაცემები, „ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", „მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter