სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2017

     პარიზში გუშინ საღამოს 9 საათზე, შანზ ელიზეზე თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი, გარდაცვლილი პოლიციელია.თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული.

    მომხდარზე პასუხისმგებლობა რამდენიმე საათში დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.ინფორმაციას ორგანიზაცია „SITE Intelligence Group"-ი ავრცელებს, რომელიც ტერორისტების საქმიანობას მონიტორინგს უწევს.

    ორგანიზაციის ცნობით, გზავნილში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" სააგენტო „Amaq"-მა გაავრცელა, დამნაშავე მოხსენიებულია, როგორც აბუ იუსუბ ალ-ბელჟიკი. გვარის ბოლო ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ის ბელგიიდანაა.

    საფრანგეთის ხელისუფლების პირველი შეფასებით თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალი ჰქონდა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შემთხვევას სპეციალური თავდაცვის საბჭო განიხილავს.

    „პარასკევისთვის უკვე მოვიწვიე თავდაცვის საბჭო. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების ძალები, პოლიცია და სამხედროები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან" , - განაცხადა ოლანდმა.

    საფრანგეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდია დაგეგმილი. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოება. 18 აპრილს მარსელში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც არჩევნების წინ ტერაქტის დაგეგმვაში ედებათ ბრალი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter