სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2017

     ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხი შეიძლება შეჩერდეს, თუ მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბრიტანელები ახალ მთავრობას აირჩევენ.

    „თუკი დიდი ბრიტანეთი არჩევნების შემდეგ „Brexit"-ის გაუქმებას მოინდომებს, ეს ძალიან ადვილი პროცედურა იქნება. ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა ყველასთვის სასარგებლო იქნება და მე ეს ძალიან გამიხარდება" , - განაცხადა ტაიანიმ გაზეთ „Guardian"-თან ინტერვიუში.

    ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ინიციატივას, მიმდინარე წლის 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მხარი დაუჭირა.

    „Brexit"-ი 29 მარტს ამოქმედდა. ოფიციალური შეტყობინება ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მიხედვითაა შედგენილი. დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს წარედგინა. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.

    2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი დევიდ კამერონი გადადგა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter