სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2017

     პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას განიხილავენ. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება. კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა თითქმის განახევრდეს.

    იცვლება კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.

    მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 140 გრამის ოდენობით განისაზღვრება.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კანონში შედის ცვლილება და ემატება ახალი, 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც ცალკე განსაზღვრავს მარიხუანა-კანაფის მოხმარებისთვის გამოყენებულ შესაძლო ღონისძიებებს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter