სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2017

     იუსტიციის საბჭოს წევრები ახალ ინიციატივას აყენებენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების შეურაცხყოფა შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ქმედება გახდეს. საბჭოს წევრების თქმით, ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას სცდება.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ევა გოცირიძეს ძირითადი შენიშვნა ჟურნალისტების მიერ მოსამართლეების მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო აქვს.

    „ჩვენ ახლა აქ უმეტესად ჟურნალისტების მიერ გამოყენებული გამონათქვამები გამოვიყენეთ, თუმცა აქ სინამდვილეში მრავალი პოპულისტი პოლიტიკოსის მიერ არის ხშირად გამოყენებული. ასეთი რამ მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის" , - განაცხადა ევა გოცირიძემ.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შოთა გეწაძე მედიის წარმომადგენლებს არაეთიკური გამონათქვამების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი ამას შეაჩერებს.

    „ბოლო პერიოდში ხდებოდა მოსამართლეთა არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა, მათი პიროვნული შეურაცხყოფა. რასაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი უწოდებს კრიტიკას, ის არის ლანძღვა" , - განაცხადა შოთა გეწაძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter