სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთლიანი პროცესის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ, საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყების წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ დახურვის შუამდგომლობას დღევანდელი სხდომის დასაწყისშივე გააკეთებენ.

    მისივე განცხადებით, მათი თვითმიზანი არასდროს ყოფილა დეკანოზის პროცესის დახურვა. თუმცა, საქმეში არის გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების შესახებ მასალები, რომელიც ბრალდებასთან კავშირშია. გუბელაძის თქმით, პროკურატურა დღეს შესავალ სიტყვას წარადგენს, სადაც აღწერილია როგორ გეგმავდა მამალაძე მკვლელობას.

    დეკანოზის ადვოკატები კი პროცესის დახურვის შესახებ პროკურორის მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, პროცესი ღია უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღოს. „საქმეში პირადი ცხოვრების მასალაზე მამალაძე ამბობს, რომ არაფერი დასამალი არ აქვს. პროცესი კონკრეტული მოწმის ნაწილზე შეიძლება დაიხუროს და არა მთლიანად" , - განაცხადა ფანცულაიამ. მისივე თქმით, პროკურატურის შემდეგ შესავალ სიტყვას ადვოკატებიც იტყვიან.

    დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საქმის არსებითი განხილვით გრძელდება. სხდომაზე ყველა იმ მტკიცებულებას განიხილავენ, რომლის საფუძველზეც გიორგი მამალაძეს ბრალი წაუყენეს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter