სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     (რეზონანსი)

    პრეზიდენტი ქართული ეკონომიკის გამოწვევებზე,სამუშაო ადგილების სიმცირეზე და ემიგრანტების სიმრავლის პრობლემაზე,როგორც ტრაგედიაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი არსებობისთვის იბრძვის, ძირითადად კი ოჯახების შენახვისა და არსებობისთვის, უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალები იბრძვიან.

    „ჩვენი მოსახლეობის 50%-ს ფაქტობრივად ვაარსებებთ ისე, რომ ისინი მხოლოდ არსებობისთვის იბრძვიან და ძირითადში იბრძვიან მათი ოჯახის წევრები - ქალბატონები, რომლებიც მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და იქიდან უგზავნიან საჭმლის ფულს თავიანთ შვილებს, რომლებიც დედებს იცნობენ მხოლოდ სკაიპით. ეს არის ქართული სოფელი" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

    პრეზიდენტმა უცხოელებზე მიწის მიყიდვის კონსტიტუციით აკრძალვის შესახებაც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას მიწის ბაზარი,შემოწმდეს ფერმერული მეურნეობები და და ხელი შეეწყოს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას.

    „თუ მიწის ბაზარი არ შეიქმნება სოფლად და არ შეეწყობა ხელი სოფლის მეურნეობას, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს ვაცხოვრებთ გაუსაძლის პირობებში. ამას გეუბნებით არა როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც ლექსები უყვარს, არამედ როგორც გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს და იცის, რანაირია 5-5 კილომეტრით აქეთ-იქით სირბილი ბარით მიწის დასამუშავებლად, რომელიც არავის არაფერში სჭირდება" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter