სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     (რეზონანსი)

    „2012 წელს მივდიოდი საკუთარ „მალჩიშნიკზე" და მქონდა 2 დოზა „ელ-ეს-დე". არც ვიცოდი, რომ ამის გამო იჭერდნენ, რადგან მსოფლიოში არსად არ იჭერენ ამაზე და არც გამიაზრებია თავში... ამიყვანეს, აღმომაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მომცეს 9.5 წელი", - ამის შესახებ მსჯავრდებული ვანო მაჭავარიანი „ეკა ხოფერიას თოქშოუში" ჰყვება. ინტერვიუ №16 პენიტენციარულ დაწესებულებაში ჩაიწერა.

    ვანო მაჭავარიანი სასჯელს 3,5 წელია იხდის. ის 30 წლის იყო, როდესაც საკუთარი ქორწილის წინა ღამით დააკავეს.

    „როდესაც 9.5 ნახევარს გაძლევენ, მგონი ცოტა ძნელია, უთხრა ვინმეს, დამელოდეო ან კიდევ მოელოდე, რომ დაგელოდოს. უბრალოდ ვუთხარი კარგად, შენ შენი გზა, მე ჩემი გზა... ძალიან გამიჭირდა. ამ მომენტისთვის არავინ არ ჰყავს,მაგრამ მე არც მოკლევადიან პაემანს ვაკეთებ, არც გრძელვადიანს.ჩემთვისაც ძნელი იქნება ნახვა და მისთვისაც", - ამბობს მსჯავრდებული.

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, „ელ-ეს-დე"-ს შემთხვევაში (ასევე 203-დან 147 ნივთიერებაზე) არ არის განსაზღვრული მცირე ოდენობა. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მცირე დოზა დიდ ოდენობად მიიჩნევა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter