სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     (რეზონანსი)

    საქალაქო სასამართლოში მიმდინარე „ციანიდის საქმის" არსებით განხილვაზე მამა გიორგი მამალაძემ დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ ის მანქანაში ჩაჯდომისას, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. დეკანოზის თქმით, დაკავების შემდეგ მას ეუბნებოდნენ, რომ პატრიარქის მოკვლა სურდა და არც ადვოკატთან დარეკვის საშუალება მისცეს.

    „ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე დამაკავეს მაშინ, როდესაც მე ჩავჯექი მანქანაში, რომელსაც მივყავდი აეროპორტში.ხან მეუბნებოდნენ,რომ პატრიარქის მოკვლა მინდოდა, ხან ვისი ხან ვისი" , - განაცხადა მკველელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა, მამა გიორგი მამალაძემ.

    ე.წ. ციანიდის საქმის არსებით განხილვაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან და პარალელურად მტკიცებულებათა განხილვა დაიწყება. გამოძიება დეკანოზს დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავება.

    ბრალდების მხარემ მოსამართლისგან არსებითი განხილვის დახურვა მოითხოვა. პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა თქვა, რომ საქმეში დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ ინტიმური შინაარსის ინფორმაცია დევს, რომელიც მედიამ შესაძლოა არასწორად გაასაჯაროვოს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter