სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკის და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს ეხმაურება. ამის შესახებ განცხადებას ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აკეთებს.

    „კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი რაიმე ფორმით და აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე უკიდურესად დიდი ყურადებით დავაკვირდებით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.

    ნონა წოწორიას ძმა მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას დის საქმიანობას უკავშირებს და ანგარიშსწორებად მიიჩნევს.ოთარ წოწორია ამბობს,რომ საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული პისტოლეტი მის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. ორი რეგისტრირებული სანადირო თოფის ფლობას კი ადასტურებს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter