სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     „ციანიდის საქმის" მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა. დეკანოზმა მოსამართლის მიერ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების დახურვის გამოცხადების შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

    მამა გიორგი მამალაძემ დარბაზის დატოვებისკენ თავის ადვოკატებსაც მოუწოდა. უფლებადამცველების მიერ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ, მოსამართლემ გაძევების ოქმი შეადგინა.

    „ციანიდის საქმის" შემდეგი პროცესი 30 მაისს დაინიშნა. მოსამართლეს საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვის შუამდგომლობით, პროკურატურამ მიმართა. სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter