სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იმპერატორი აკიჰიტო ტახტზე უარის თქმას შეძლებს, მაგრამ ეს კანონი ერთჯერადი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ ბი-ბი-სი" ავრცელებს.

    კანონპროექტი პარლამენტში გადაიგზავნება და თუ დაამტკიცებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა 2 საუკუნის, 1817 წლის შემდეგ, როცა იაპონიის იმპერატორი ტახტიდან გადადგება. 1817 წელს ტახტიდან იმპერატორი კოკაკუ გადადგა.

    გასულ წელს 83 წლის იმპერატორმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ასაკი არ აძლევს საშუალებას,რომ თავისი მოვალეობები სრულყოფილად შეასრულოს.

    იაპონიის მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს ტახტზე უარის თქმის მუხლი, ამიტომ იმპერატორს არ შეუძლია ტიტული თავისი ნებით გადასცეს პრინც ნარუჰიტოს.

    იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტი 1989 წელს თავისი მამის, ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. კანონპროექტის მიხედვით,ტახტის მემკვიდრე, პრინცი ნარუჰიტო დაუყოვნებლივ ავა ტახტზე, მაგრამ ამავე კანონით, არც მას და არც მის შემცვლელს, ტახტიდან გადადგომის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter