სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვა მოვიდა. დაისეტყვა ბორჯომი, ბაკურიანი, გორი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ სეტყვა დედაქალაქის გარეუბნებშიც მოვიდეს.

    გორში ხანმოკლე, მაგრამ ხშირი სეტყვა იყო, რომელსაც თან ძლიერი წვიმა ახლდა. უხვმა ნალექმა და ცუდმა ხილვადობამ მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია. ხანგრძლივი ნალექის გამო, მდინარეებში წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა. მდინარეების სიახლოვეს მდებარე სასოფლო სავარგულების ნაწილი დაიტბორა.

    შიდა ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ უხვი ნალექის მიუხედავად, ვითარება სტაბილურია და მოსახლეობა არ დაზარალებულა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter