სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2017

     (რეზონანსი)

    საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე მთლიანი ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი ევროკავშირში 33%-ით,მთლიანი ექსპორტი კი 30% -ით გაიზარდა.

    უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი,რუსეთი და აზერბაიჯანი. საექსპორტო პროდუქციის პირველ ათეულში კი სპილენძის მადნები, კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, აზოტოვანი სასუქები, ოქრო და თხილი შედის.

    საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და 2017 წლის მაისიდან უკვე ჩინეთთანაც. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter