სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2017

     (რეზონანსი) კლინიკა „რუსთავის" რეანიმატოლოგის მაია გველესიანის განცხადებით, მშობიარე ქალს სავარაუდოდ, ემბოლია განუვითარდა. მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისას მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

    „გავუკეთეთ საკეისრო კვეთა და მოვახერხეთ ბავშვის გადარჩენა. სამწუხაროდ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მშობიარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს", - განაცხადა ექიმმა.

    დილით კლინიკა ,,რუსთავში" მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. მშობიარე ქალი კლინიკაში დილის 04:00 საათზე შეიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს, ახალშობილი მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter