სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2017

     (რეზონანსი) გიორგი მარგველაშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის.

    ეს შეთავაზება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ დღეს გააკეთა.

    ,,პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო ჩართულობას და მის მაღალ ლეგიტიმაციას, შესაბამისად ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და ფართოდ გაშუქდეს მედიის მიერ, ის პრობლემური საკითხები, რომელიც ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter