სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2017

     (რეზონანსი) საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან საინფორმაციოს გარდა, ყველა სხვა გადაცემა ჩერდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი ვითარება და შეძლებს თუ არა ახალი პროგრამები ახალი სეზონიდან ეთერში გასვლას. ამ საკითხებზე დღეს სამეურვეო საბჭოს სამუშაო სხდომაზე იმსჯელებენ.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს კონკურსის წესით უკვე შერჩეული აქვს 9 გადაცემა. ყველა მათგანი სოციალურ და კულტურულ თემატიკას ეხება.

    „საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლოეს ეთერში არ არის გათვალისწინებული სავარაუდოდ, რომ ჩვენ ვიხილოთ გადაცემა, რომელიც დაკავშირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ტიპის გადაცემის არსებობა, პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონით" , - აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე.

    საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ მედიაექსპერტები. ისინი ერთდროულად 42 გადაცემის დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს.

    „შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მოტივი, შეიძლება არსებობდეს რაღაც ამბიცია ამ ცვლილებებთან მიმართებით. ამ დროის განმავლობაში, არცერთი სერიოზული არგუმენტი სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ცვლილებები სიკეთეს მოუტანდა საზოგადოებრივ მაუწყებელს" , - აცხადებს ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი, ლაშა ტუღუში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter