სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2017

     (რეზონანსი) თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ხარვეზებზე საუბრობენ და პრეზიდენტისგან ვეტოს მოითხოვენ. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ,რომ მიმდინარე პროცესი კანონის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და ჯანსაღი დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია.

    „არ მომხდარა რეფორმის შეფასება და ამ ფონზე უცებ იცვლება კურსი. ნაცვლად დეცენტრალიზაციისა, ვიღებთ თვითმმართველი ქალაქების შემცირებას, ეს არის გაუგებარი. ვერ მოვისმინეთ მყარი არგუმენტები, რატომ უნდა წავიდეთ ახლა ამ გზით" , - განაცხადა საია-ს ხელმძევანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

    პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს კრიტიკული განწყობა ჰქონდა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე, ისე საარჩევნო კოდექსზე.

    „უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს. თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა. პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს" , - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პოზიციას განსაზღვრულ ვადებში, 21 ივლისამდე დააფიქსირებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter