სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.08.2017

     (რეზონანსი) მაღალი სასულიერო იერარქიის პირს, ბაღდათისა და ვანის ეპარქიის მეუფე ანტონს ბიზნესპარტნიორები უპირისპირდებიან.

    საუბარია კომპანია „ბივაინზე", რომელსაც მეუფის ახლობლი ხელმძღვანელობს. მეუფეს ამ კომპანიის თანხები, 48 ათასი ლარის, მითვისებაში ადამაშაულებენ.

    „კომპანიას მეუფე ანტონის მეგობარი მამუკა დარჯანია ხელმძღვანელობს. იგი ყოფილი სასულიერო პირია. სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, კომპანიის სალაროდან ეტაპობრივად გავიდა თანხები და მოთხოვნა იყო, რომ ეს თანხები მეუფეს სჭირდებოდა, რაც ჯამში 38 ათასი ლარს შეადგენს. ამას დაემატა, მეუფის მოთხოვნით, 10 000 ლარი, რომელიც კონსტანტა ბანკში სესხის სახით გავაკეთეთ. საერთო ჯამში 48 ათასი ლარი შეადგინა. დამარწმუნა იმაში, რომ 15 ათას ლარს შემოიტანს, უკან დააბრუნებს, ოღონდ, სამაგიეროდ ჩემი კუთვნილი პროცენტიდან 10%-ს გარანტიას ითხოვდა," - აცხადებს კომპანია „ბივაინის" ერთ-ერთი მფლობელი, დაზარალებული, ნანა ქერელაშვილი.

    კომპანიის ადვოკატის, ზვიად თოდუას, განცხადებით, პროკურატურამ ნანაქერელაშვილსა და მის მეუღლის საჩივარი საფუძველზე საქმე სათანადოდ იმიტომ არ გამოიძია, რომ მეორე მხარეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იდგა.

    მეუფე ანტონის ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter