სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.08.2017

     (რეზონანსი) თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე გუშინ, სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

    მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულები ძმები. მეზობლების განცხადებით, დაკავებულ ძმებზე სხვა დროს მსგავს საქმეში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ. როგორც მათ განაცხადეს, ძმები გაჭირვებული ოჯახიდანაა. სხვა დამატებით დეტალებს მეზობლები არ ფლობენ.

    დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბრალდება უსაფუძვლოა და სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. როგორც დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

    ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შსს-გან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

    ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან კავშირში იყოს.

    გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter