სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.08.2017

     (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ აფრთხილებს. როგორც ტრამპმა განაცხადა, კიმ ჩენ ინი ძალიან ინანებს, თუ აშშ-ის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე მტრულ ქმედებებს განახორციელებს.

    „იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეა ჩემი სიტყვების სიმძაფრეს კარგად ხვდება. ყოველთვის ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ", - განაცხადა ტრამპმა.

    აშშ-ის პრეზიდენტმა ამ განცხადებამდე რამდენიმე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საათით ადრეც გააფრთხილა , რომ კუნძულ გუამიზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეაში ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს.

    ფხენიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას მუქარითვე უპასუხა და წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმის განხორციელებას დაჰპირდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter