სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.08.2017

     (რეზონანსი) დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებას დაესწრო, სადაც სამხედრო სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    „იმ ადამიანებს შორის ვდგავარ, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს. მინდა, ამ სამსახურისთვის, მადლობა გითხრათ. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ბევრი ახალი მეგობარი და უნარი, ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს, შეიძინეთ. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული.

    "ამ პარტნიორობის მიზანია, თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა, რომელმაც ისტორიაში თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა გაიტანა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ, ერთიან, დაცულ ქვეყანას შექმნის. ამიტომ ეს ღირსეული სამსახურია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    „ღირსეული პარტნიორი 2017" დღეს სრულდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter