სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2017

     (რეზონანსი) ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყდრისთან გაჩენილი ხანძარის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლის ლოკალიზებას ოთხი ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა აწარმოებს. ცეცხლი ამ დრომდე ლოკალიზებული არ არის, თუმცა ხანძრის კერა ძლიერი აღარაა.

    დაბა კაზრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საყდრისთან ხანძარი დაახლოებით საათნახევრის წინ გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქნარზეა გავრცელებული.

    ადგილზე ბოლნისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრე-მაშველები მობილიზებული არიან, ასევე, დამატებითი ბრიგადებიც გამოძახებულია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter